რეზონანსი
08.11.2018

 (რეზონანსი) თითქმის დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, რომ აპირებენ საქართველოს ისტორიაში არჩევნები დანიშნონ სამუშაო დღეს - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ვაშაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ:

„ჩვენი ძირითადი თხოვნა არის ის, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ საქართველოში პირველად ე.წ. „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. დემოკრატიული, ყოველგვარი ტრიუკების, გაყალბების და ძალადობის გარეშე რაც შეეხება ოპოზიციას. ახლა არის თითქმის დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, რომ აპირებენ საქართველოს ისტორიაში არჩევნები დანიშნონ სამუშაო დღეს. რაც ფაქტიურად არ მისცემს საშუალებას საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფ ჩვენს თანამემამულეს მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს არის აღმაშფოთებელი და კეთდება სპეციალურად იმიტომ რომ ემიგრაციამ თითქმის 100 %-ით ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპელ ლიდერებს ხვდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×