რეზონანსი
08.11.2018

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციამ 75 -წლამდე მასწავლებელი დააკავა. ამ უკანასკნელს მე-11 კლასის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, მასწავლებელი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია, რომ მე-11 კლასელი გოგო 75 წლამდე მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, თავდაპირველად სააგენტო "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი. მოსწავლე აგრძელებს სკოლაში სიარულს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×