პირველი ტურის შემდეგ, ოცნების ოფისში შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში იმართება, თუმცა არცთუ სასურველ ვითარებაში. წყარო, რომელიც მმართველი პარტიის ოფისში რანდენიმე დღის წინ შეხვედრას ესწრებოდა, „ნიუპოსტს“ უყვება, რომ სპეცთათბირი ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და მას, რამდენიმე დეპუტატის გარდა, თავად ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, თათბირზე იმყოფებოდა დეპუტატი დიტო სამხარაძეც, რომელიც „ოცნებაში“ რეგიონებს კურირებს.
"მე კი ვუშველი ჩემს თავს, მაგრამ თქვენ რისი იმედი გაქვთ?" - ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელიც მან არჩევნების ღამეს ოცნების პოლიტელიტას უთხრა.
„კალაძეს და კობახიძეს თავები დახრილი ჰქონდათ და ხმას ვერ იღებდნენ“, - უყვება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად ამ სპეცთათბირზე გადაწყდა, რომ კალაძე და კობახიძე „ოცნების“ მმართველ რგოლებს ჩამოცილდნენ. ეს ინფორმაცია, პრინციპში დადასტურდა - ინფრასტრუქტრის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ კალაძემ და კობახიძემ პარტიიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნების პოსტები დატოვონ და ისინი, უბრალოდ, პოლიტსაბჭოში დარჩნენ.