რეზონანსი
08.11.2018

 თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 24 წლის სოსო ჯალიაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ.დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

სოსო ჯალიაშვილი დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო  მოთავსებული. დანარჩენი 5 დაშავებული ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში ჯერაც რჩებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×