დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის სხვაგან ეძებს.
„ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის ეძებს სხვაგან და არა საკუთარ თავსა და ბანკირებში. ვფიქრობ, თუ არ მოხდა ყველა იმ პროცესის საფუძვლიანი შესწავლა, რომელიც ქვეყანაში ბანკების მეშვეობით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ბანკებია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპანტებზე ვსაუბრობთ და ყველაზე დიდი ოკუპანტები ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არიან.
კვირიკაშვილის დროს ბანკირები იყვნენ ძალიან სასათბურე პირობებში, მათ აბსოლუტურად ყველაფერი მიიღეს და როგორც კი გაცხადდა, რომ მათ რაღაცით შეზღუდავდნენ, მათ შური იძიეს და არჩევნებზე აჩვენეს ეს. ხელისუფლებამ უნდა მოუხმოს გონებას და შესაბამისი პასუხი გასცეს ბანკირებს არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.