რეზონანსი
07.11.2018

 ეკონომისტი აკაკი ცომაიას აზრით, თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება და მოულოდნელად მოხდება ინფლაცია. ეს პროცესი სტიქიურ სახეს მიიღებსю ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

„არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებს. მით უმეტეს, ეროვნულ ბანკს აქვს მკვეთრად გაცხადებული მიზანი, რომ მისი სამიზნე არის ინფლაცია და არა ლარის კურსი. ამიტომ, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე 

გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში კი იგი არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე.  განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა.

სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით შესაძლოა, კონკრეტულ პერიოდში ლარი გამყარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ბევრს არაფერს ცვლის. თუ ლარი უფასურდება, ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესყიდვა დოლარში ხდება, მაინც ძვირდება მიუხედავად იმისა, რომ ლარი თურქული ლირასთან რა პოზიციაზეა.

ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით“, - განუცხადა "აიპიენს" ცომაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×