რეზონანსი
07.11.2018

ია მეტრეველმა ოპერის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხალხს მიმართა არჩევნების დღეს ნუ დასხდებიან სახლში: 

"ნამდვილად სამართლიანად ხართ განაწყენებული არსებულ ხელისუფლებაზე. ასევე ვარ მეც გულდაწყვეტილი და გულნატკენი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შვილებს აღარ გვიხრვიტავდნენ ქუჩაში. მინდა, რომ ეს თბილისი ისევ ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა „ნაციონალურ

მოძრაობას“, როცა დუბინკებით გვისწორდებოდნენ, მიტინგებიდან ბავშვებს იტაცებდნენ და კლავდნენ. 

გაიხსენეთ რა დღეში ვცხოვრობდით. არ შეიძლება იმ რეჟიმის უკან დაბრუნება. მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა. 

მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ. არ შეიძლება, რომ ისევ ის რეჟიმი დავუშვათ. არ იცით ვისი შვილი იქნება შემდეგი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს იმ ბოროტებას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. მთავარია ახლა გავიმარჯვოთ და

მერე იცოდეთ, რომ ყველაფერი იქნება სხვაგვარად. ხელისუფლებას კარგი სილა გააწნა საზოგადოებამ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×