რეზონანსი
07.11.2018

 (რეზონანსი) ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს გაიმართოს.

თამარ ჟვანიას თქმით, სანამ არ გამოცხადდება საბოლოო შედეგები, თარიღზე საუბარი ნაადრევია.

ცესკოს თავმჯდომარე კანონს იშველიებს და ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს განკარგულებით გადაწყვეტილებას.

„ვერ გეტყვით, ვერაფერს გეტყვით, ცესკო-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული. მედია უკვე ერთი კვირაა სხვადასხვა თარიღს ავრცელებს. არცერთი არ არის რეალური მანამდე, სანამ ცესკო არ გადაწყვეტს. როგორც კანონი მოითხოვს, ისე დაინიშნება,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კვირა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით მსგავსი დათქმა კანონში არ არის აღნიშნული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×