რეზონანსი
07.11.2018

 (რეზონანსი) რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, კაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს.

ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის კაცი გონზე მალევე მოვიდა თუმცა შედარებით რთული იყო 28 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×