რეზონანსი
07.11.2018

 ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როვნული ვალუტის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ლარის კურსი დღევანდელი ხელისუფლების სარკეა.

„პასუხისმგებელი ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობის აცილებას ჰგავს ასეთი განცხადება, როდესაც ყველა დამნაშავეა, ოღონდ თვითონ არ არის დამნაშავე.

სინამდვილეში ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლების. სარკე იმისა, როგორ იზრდება კორუფცია, კრიმინალი, როგორ იზრდება ნეპოტიზმი“, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

"ევროპულ საქართველოში" ლარის ვარდნის მთავარ მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.

„ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები არასაკმარისია იმ უამრავი მავნებლობების საპირწონედ რა მავნებლობებიც მთავრობამ 6 წლის განმავლობაში ჩაიდინა. სჯობია, რომ მათ სწორი პოლიტიკა გაატარონ და დაგვიჯერონ ვიდრე ბრალი ისევ გადაიტანონ საჯარო მოხელეებსა და ექსპერტებზე“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×