რეზონანსი
07.11.2018

 თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ცხრა წლის გოგონა დაიღუპა, მისი მშობლების მგდომარეობა კი მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ბავშვის დედა და მამინაცვალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა, სავარაუდოდ, მამინაცვლის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა, კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. აღნიშნული ვერსია „Sputnik - საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×