რეზონანსი
07.11.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

„ჩემი გზა პოლიტიკაში აღარ გადაიკვეთება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მგონია, რომ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი დავასრულე. შესაბამისად, არც „ოცნებასთან“ და არც სხვა ვინმესთან თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განმარტავს ის და იმ შეცდომებზე საუბრობს, რამაც ხელისუფლება 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებამდე მიიყვანა.

„მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2016 წლის არჩევნებზე ის პარლამენტი შემოგვთავაზა, რომელიც გვყავს, ცხადი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ამიტომაც, სულ არ მიკვირს ის შედეგი, რაც ამ არჩევნებზე დადგა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×