რეზონანსი
06.11.2018

 თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, კაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა.

შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა, რომელიც ადგილზე ახლობლებმა გამოიძახეს. 

გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დედა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდნენ, მათ 112-ში დარეკეს. 

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი კორპუსში ქირით ცხოვრობს და მათ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. მათივე მონაყოლის თანახმად, ბოლო ინცინდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა გარდაცვლილის დედამ, არასრულწლოვანი მეზობლის სახლში შეიყვანა და დახმარება სთხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×