რეზონანსი
06.11.2018

 „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძის აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებულია და არ იცის რა შედეგს მოჰყვება მას.

 „რას გამოიწვევს არ ვიცი, რადგან ქართველი ამომრჩეველი ძალიან საინტერესოდ იქცევა, ისე, როგორც არასდროს. მეორე ტური რომ გამოცხადდა, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, სერიოზული საფიქრალი მაქვს. რადგან „ქართულ ოცნებასაც“ ბევრი აქვს დაშავებული და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ ქვეყნის წინსვლისთვის, რომელი ჯობია. ძალიან სერიოზული შეკითხვაა. სხვათა შორის მე არ მაქვს პასუხი ჯერ. 

საერთოდ კი ინიციატივა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში, ისინი ზარბაზნებს ესვრიან და „ქართული ოცნება“ ესვრის ქვებს“, - აღნიშნა "აიპიენთან" სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×