რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) ძალოვნების მობილიზაცია ქუთაისში - "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დილიდან საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ქუთაისში ჩასული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, რა საკითხები განიხილებოდა და კონკრეტულად რა დავალებები მიიღეს გრიგოლ ლილუაშვილისგან.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსებთან შეხვედრა უკავშირდებოდა არჩევნების მეორე ტურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×