რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში მცხოვრებ 18 წლის ნუგზარ დიასამიძეს ერთი თვეა ეძებენ. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

დაკარგულის დედის, მერი ზაქარაძის ინფორმაციით, მისი შვილი სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს.

ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცავებს 10 ოქტომბერს მიმართა. სამაშველო სამსახურმა და პოლიციამ ნუგზარ დიასამიძის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

"5 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე გავიდა. 10 ოქტომბერს პოლიციას მივმართეთ დასახმარებლად. ჯერჯერობით არანაირი გზა-კვალი არ ჩანს. დღეს უკვე ერთი თვე ხდება, რაც ჩემი შვილი დაიკარგა. ყველას ვთხოვ, რომ ვინც იპოვის, გვაცნობოს. მას არავისთან კონფლიქტი არასოდეს არ ჰქონია. ჩემი შვილი უკვე მეორედ დაიკარგა", - აცხადებს მერი ზაქარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×