რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად 2018 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. ამის შესახებ მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვია.

სხდომას ზაზა სარალიძე საკუთარ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×