რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შპს „საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები არიან შეკრებილები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მმართველი პარტიის ოფისთან სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც პერიოდულად „ქართული ოცნების" ოფისში შედიან. მათი თქმით, შეხვედრებს პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან მართავენ.

როგორც ერთ-ერთმა პირმა „კურიერს" განუცხადა, ის არის კოორდინატორი. სავარაუდოდ, კოორდინატორებთანაც მიმდინარეობს შეხვედრები.

„ვის უნდა შეხვდე? არავის. რომ მინდოდეს, გეტყოდი, არ მაინტერესებს,"- აღნიშნა ერთ-ერთმა კოორდინატორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×