რეზონანსი
06.11.2018

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არარეზიდენტებისთვის მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ვადით ჩანაცვლდება. ამის თაობაზე კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×