რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება გაზის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ნარმანია ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსული არის წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმიური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს ეს,თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან", -აცხადებს ნარმანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×