რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს რამდენიმე დღეში გამართავენ. მათი მეტოქე იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იქნება, რომელმაც ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ გამართა და 54:7 დათმო. ინფორმაციას "popsport.com" ავრცელებს.

იტალიურმა ვებ-გვერდმა "corriere.it"- მა იტალიელების ირლანდიასთან მატჩი შეაჯამა და სამომავლო შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება.

Corriere: "ჩიკაგოში ირლანდიასთან გამართული მატჩი მხოლოდ დასაწყისი იყო. იტალიის ნაკრები კიდევ სამი მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს საქართველოსთან "არტემიო ფრანკიზე", 17 ნოემბერს პადოვაში ავსტრალიასთან, 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან გველის. მათ დიდი ამბიცია აქვთ და წუწუნებენ, რომ ექვს ერში მოხვედრა უნდათ (იტალიის ხარჯზე). ნაკრების მთავარი მიზანი საქართველოსთან მოგება და მათი 5-6 წლით დადუმება იქნება. ამის შემდეგ კი ორ მონსტრს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შევხვდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×