რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) აღარ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშრებითაც მოხდება, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძებ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოიკითხება ყველა ის პირი და მოპოვებული იქნება ყველა საჭირო მტკიცებულება, რაც „ომეგა ჯგუფის" საქმის გახსნას შეუწყობს ხელს.

„ოთარ ფარცხალაძეს, მოგეხსენებათ, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ იგი „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშრებით ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის" საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს," - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×