რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის მიმართვა კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს არ ეხებოდა, ეს ეხებოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაზე გული შესტიკვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა. ვგულისხმობ იმას, რომ მისი მიმართვა არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის მიმართ, კონკრეტულად ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მიმართ, ეს იყო მიმართვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×