რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) ყოფილ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ ლაშა თორდიას ინტერესების დამცველმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, ყოფილ გენერალურ აუდიტორს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონია და მათთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია პროკურატურის ასეთი გააქტიურება.

"ახლახან დარეკეს პროკურატურიდან და გვაცნობეს, რომ მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და შემდგომში „ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვება. დღემდე ლაშა თორდიას ინტერესების დამცველს ეკა ქობესაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს, ვინაიდან ლაშა თორდიას ამ დრომდე არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. ჩვენ არ ვიცით, რას უკავშირდება ახლა პროკურატურის ასეთი გააქტიურება. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს,"- განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე, ცემის მუხლით წარუდგინა. ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემას ედავებიან. მას ცოტა ხნის წინ სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×