რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი) თბილისში, 12 წლის ელენეს ეძებენ. როგორც "ფორტუნას" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გოგონა ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობს, სახლიდან, 5 ნოემბრის დილის 9-ის ნახევარზე გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია. ამ დრომდე ბავშვზე ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება.

"მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის, მასზე არანაირი ინფორმაცია არ არის," - განუცხადეს "ფორტუნას" შსს-ში.

ოჯახის ახლობლები, საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუ ბავშვი შენიშნეს ან მასზე რამე იციან - დარეკონ ნომერზე 577337616 .

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×