რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი) ის არსება, რომელიც ამსტერდამში ზის ოთხკედელს შორის და სკაიპით ერთვება ჩვენს მოსახლეობას ყურსასმენგაერჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი ადამიანი, თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით"- ამ სიტყვებით მოიხსენია "ოცნების" დეპუტატმა ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციას მიმართა.

ყაველაშვილმა "9 წელზე" ისაუბრა და გაიხსენა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ის გახმაურებული არჩევნები, რომელშიც ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე მონაწილეობდა. მანვე უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანაზე და მათ ანაზღაურებებზე ისაუბრა:

"ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწვრთნელები 10 მილიონი გადაიხადეთ და დააბოლეთ მთელი საქართველო, რომ ევროპაზე და მსოფლიოზე გახვიდოდით და ეს ფული ვის გაატანეთ და რა ატკატებით გააკეთეთ ეს ყველაფერი ჯერჯერობით შეიძლება არ იცის" მიმართა ყავლეაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×