(რეზონანსი) "ეს მიმართვა მეტ-ნაკლებად რეალობის ადეკვატური იყო, ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა შეცდომების დიდი ნაწილი და ეს კარგია" - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
" სხვა საკითხია, ის რომ ეს უკან მიდევნებული მიმართვაა და შესაბამისად, მას დამაჯერებლობა დაკარგული აქვს. ამ ტიპის მიმართვა მას 28 ოქტომბრამდე, რომ გაეკეთებინა, მას ეფექტი ექნებოდა, დღეს კი ამ მიმართვას განუზომლად ნაკლები ძალა აქვს.
ნიშნის მოგებით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ როდესაც ვამბობდი, რომ ივანიშვილმა ლიდერის ალღო დაკარგა, რასაც მისი მხრიდან ჩემი მისამართით აგრესია მოჰყვა, ზუსტად ამას ვგულისხმობდი. ლიდერს შეუძლია პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და პრევენციული მოქმედებების უნარი აქვს. დღევანდელი მისი განცხადება უფრო უკან მიდევნებულს ჰგავს, ვიდრე პრევენცულს, რაც პრობლემაა"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა" - აღნიშნა ხუხაშვილმა "ნიუპოსტთან".