რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი)მომღერალი ბუბა კიკაბიძე ამბობს, რომ "ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ!".

მისი თქმით, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია:

"არ მსურს პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შედეგით გამოჩნდა, რომ ხალხი ბრძენია! ხალხი ყველაფერს ხედავს... მოსახლეობაში უნდა გახვიდეთ და ჰკითხოთ, რა არ აპატიეს ამ ხელისუფლებას! რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ხალხზე თუ არ იფიქრა, პანჩურსამოარტყამენ და გაუშვებენ! ეგ არის ჩემი სიტყვა და მორჩა!... რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია!

დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!" აცხადებს ბუბა კიკაბიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×