რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია შესაძლებელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 5, 6 და 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4, +6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×