რეზონანსი
05.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღად სწორედ 2 დეკემბერს განიხილავს, რომელიც მეორე ტურის ჩატარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო. რამდენიმე დღის წინკი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო არჩევნების ჩატარებას 25 ნოემბერს გეგმავდა.

მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×