რეზონანსი
05.11.2018

 რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას, 50 წლამდე მამაკაცი, რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ, მამაკაცი გოგონას აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა.

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" ჰყვებიან რომ, მამაკაცი საღამოს საათებში, გოგონას, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა, გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგონამ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც მამაკაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა მამაკაცი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×