„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ირაკლი ლატარიამ ვერის ბაღში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი დადო:
„ვერის პარკთან ვინც კი დავდექით, უმრავლესობა სითი-პარკმა დაგვაჯარიმა. მადლობა მერიას გვერდში დგომისთვის. რა მოხდებოდა ვითომ, 1 საათი რომ არ გაკარებოდნენ ჩვენს მანქანებს?“
ლატარიას თბილისის მერია არა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი ოპერატიულად გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა „ოცნების“ მხარდამჭერის სტატუსი ფეისბუკის გვერდზე გაიზიარა და სიცილაკებთა ერთად მოკლე კომენტარიც არ დაიზარა ("ჰაჰაჰა").
„კანონი რომ უზენაესია, ეს გიკვირთ. აი, რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენს შორის. ანახეთ ევროპას ეს პოსტი და მიხვდება ყველა, რომ საქართველოში არავინაა პრივილეგირებული“, - დაუწერა ირაკლი ლატარიამ მიხეილ სააკაშვილს და ამის ამსახველი „სქრინი“ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მოკლე კომენტარით - „რითი ერთობა ნახეთ“ - გააზიარა.