რეზონანსი
04.11.2018

 (რეზონანსი) "თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია! მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს", - ამის შესახებ მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა.

"უგანათლებულესია ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი! რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია! დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×