რეზონანსი
04.11.2018

 (რეზონანსი) თელავში, სოფელ ვარდისუბანში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს.

დაზარალებული, ვაჟა გოდერძიშვილის ინფორმაციით, მგლები 6 ხბოს მინდორში ბალახობის დროს დაესხნენ თავს.

ზარალი 3500 ლარს აჭარბებს და გოდერძიშვილი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. ვარდისუბანში მსგავსი შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში მტაცებლები შინაურ ცხოველებს საცხოვრებელ სახლებთან ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.

მოსახლეობა მგლების მოკვლის უფლებას ითხოვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×