რეზონანსი
04.11.2018

 (რეზონანსი) "ჩემმა პარტიამ არჩევნები მოიგო. ჩვენ ლიდერები ვართ. სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებიც მხარს გვიჭერენ, ხმების 60%-ს ვაგროვებთ" - ამის შესახებ მიხეი სააკაშვილმა განაცხადა.

"არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების ყველა შანსი გვაქვს. ამით მე ძლიერი პოზიცია მაქვს, რადგან მე პარტიის თავმჯდომარე ვარ. "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციაში მთავარი პარტიაა. ეს არჩევნები საქართველოში ჩემს დასაბრუნებლად არ ტარდება, ეს პრეზიდენტის არჩევნებია. მე უნიკალურ სიტუაციაში ვარ: ერთი მხრივ, ქართული პარტიის ლიდერი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ - ვარ უკრაინული პარტიის ლიდერიც, რომელიც, ბოლო გამოკითხვების შედეგად, უკრაინის პარლამენტში იქნება არჩეული. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ ჩემს სტატუსს - აპატრიდობას, მე ვარ მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ორ სხვადასხვა სახელმწიფოში ორი საპარლამენტო პარტიის ლიდერია.

საქართველოში ყველა შემთხვევაში დავბრუნდები, რათა პოლიტიკური პროცესების ნაწილი ვიყო. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს [საქართველოს პარლამენტში], მე არ მსურს რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. უბრალოდ, მინდა პროცესის ნაწილი ვიყო, მაგრამ ისე, რომ მასში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რათა [მომავალ] მმართველ ძალას ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს აუცილებელია ქვეყანაში ნამდვილი ცვლილებებისათვის", - აღნიშნა სააკაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×