რეზონანსი
04.11.2018

 "ქართული ოცნების" ლიდერის, ქვეყნის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილი მეუღლე, ლილი ივანიშვილი, ურეკისა და წვერმაღალას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებლებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის წაგების შემთხვევაში, ორივე სოფელში, ბოლო წლებში აშენებული და გახსნილი საბავშვო ბაღების გაუქმებით ემუქრება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, ეს განცხადებები ლილი ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, ურეკის საარჩევნო უბანთან გააკეთა, სადაც ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს იმყოფებოდა.

ურეკსა და წვერმარალაში თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობა ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულდა. ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში (ნატანები, ოზურგეთი) ცხოვრობს და წვერმარალაში ნაკვეთებს ფლობს, ხოლო მისი ძმის, ადიკო ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი კი - ურეკშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×