რეზონანსი
04.11.2018

 მწერალი ლაშა ბუღაძე აღნიშნავს, რომ ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად ყოფილა.

„უკაცრავად და, მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ, ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია. ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ის არის, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე…

საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: „შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!“, – წერს ლაშა ბუღაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×