რეზონანსი
04.11.2018

 მარნეულში მე-8 საჯარო სკოლა გაქურდეს. დილით სასწავლო დაწესებულებაში მისულ თანამშრომლებს სკოლა გაქურდული დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სამი კომპიუტერი და სხვადასხვა სახის ტექნიკა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლაში არავინ აღარ იმყოფებოდა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინფორუსთავის“ ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×