რეზონანსი
03.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ქართულ ოცნებაში დიდი გარჩევები დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უყვიროდა ყველას, ვინც კი ხვდებოდა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეჭვი გაუჩნდა, რომ მას ფული მოჰპარეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის 10 მილიონი ლარი გამოჰყო. მმართველი პარტიის ფინანსები სოსო გოგაშვილს ჩააბარეს, თუმცა თანხა, რომელიც "ოცნებამ" ხმების მისაღებად დახარჯა, პოლიტიკური შედეგის არაადეკვატური აღმოჩნდა.

შიდა გარჩევების შესახებ მმართველი გუნდის წევრები კამერების წინ არ საუბრობენ. მირიან წიკლაური ერთადერთი დეპუტატია მმართველი გუნდიდან, რომლმაც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია და გუნდის წევრებს მწვავედ საყვედურობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×