საპატრიარქო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მმართველ პოლიტიკურ პარტიას მიმართავს და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული წერილის ავტორი ილია მეორე არ არის:
“სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი ასეთი სათაურით: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ,,ქართული ოცნებისადი“, სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ თურმე არსებობს ვინმე ,,დაფარული მეუფე“ – მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.
განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი ,,დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.
საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.
ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე”- წერია განცხადებაში.ფაქტზე გამოძიებას სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით აწარამოებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.