რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს, ვატო მაღრაძეს, რომელსაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი აქვს ანიტა რაჭველიშვილი 10 000 ევროთი დაეხმარა.

გერმანიაში მყოფ მუსიკოსის, ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ტრანსპლანტაციას ელოდება, ნებისმიერი სახის ფინანსური დახმარება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზე, რომელიც ფონდმა „იავნანამ" 25 ოქტომბერს გამართა, დიდი თანხა შეგროვდა. მათ შორის უდიდესი შენატანი გააკეთა ბრწყინვალე ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა.

"იავნანა" აქვეყნებს კონცერტზე შესული თანხის შესახებ ინფორმაციას:

"ჩვენს საამაყო არტისტებთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, ვატო მაღრაძის გარშემო მრავალი ადამიანი გაერთიანდა. მათ გვერდით დგომის, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენეს ყველას. პირველი, ვინც შემოწირულობა გაიღო ვატოსთვის გახლდათ ანიტა რაჭველიშვილი (10 000 ევრო).

მას შემდეგ რაც ვატოს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ყველა თავის კონცერტს სწორედ თავისი ოჯახის წევრს უძღვნის, აქციაში ასევე მონაწილეობენ თეატრები, მხატვრები, სხვადასხვა სფეროს წარმომდაგენლები, საქართველოს მოქალაქეები. შედეგად შეგროვდა 45 000 ევრო, ქალაქ თბილისის მერიამ გადარიცხა 60 000 ევრო".

წყარო: "ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×