რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქედაში, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც გიორგი გრატიაშვილმა განაცხადა, დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

დაკავებულების ადვოკატ ვაჟა ხახუტაიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილებას კი გავასაჩივრებთ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. მოცემულ შემთხვევაში პატიმრობა მიზანშეწონილი არ იყო, როცა სრული ექსპერტიზა და დასკვნა არ დადებულა",- განაცხადა ვაჟა ხახუტაიშვილმა.

31 ოქტომბერს, ქედაში, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს ქვა დაეცა. ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×