რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის მიმართავს ავრცელებს:

"ხელისუფლების საპატრიარქოში ვიზიტმა კარგად დაგვანახა, რომ ხელისუფლება მზადაა არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგით ივაჭროს. გაყიდოს სეკულარიზმი, როგორც ქართული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი და თუ საჭირო იქნება ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოც კი მსხვერპლად შესწიროს ლომისობაზე ყელგამოჭრილი ცხვარივით.

არანაკლებ სამწუხაროა ისიც, რომ თუნდაც ამ პოსტს ასობით ადამიანი წაიკითხავს და შინაარს სრულადაც რომ ეთანხმებოდეს, იგივეს თქმას საჯაროდ ვერ გაბედავს. შავი ჭირია ეკლესიის სახელმწიფო საქმეებში ძრომიალი და რელიგიური დოგმებზე კონსტიტუციური წესრიგის აწყობა მეგობრებო. ასეთი სახელმწიფო ბედნიერ მომავალს წაართმევს ჩვენს შვილებს და სიღატაკისა და სიბნელისთვის გაწირავს", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×