(რეზონანსი) ახალციხეში, სალომე ზურაბიშვილის ბანერი ბილბორდიდან ჯერ მოხსნეს, გვიან ღამით კი ტექნიკურ ჯგუფს უკან დააბრუნებინეს. ეს მას შემდეგ, რაც ბანერთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთ კარიბჭე" ავრცელებს.
მომხდარი ფაქტი ადგილობრივებმა ქურდობას დაუკავშირეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდაცველებს დანაშაულის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.
"ქართული ოცნების" ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ გუშინ, ახალციხეში ძლიერი ქარი იყო და ბანერი დააზიანა, ამიტომ მისი ჩამოხსნა და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილის ცენტრალურ შტაბში განმარატვენ, რომ ბანერის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, "პროგრამულად, ტექნიკური შეცდომა მოუვიდა" შპს "ალმას", რომელიც პასუხისმგებელია სარეკლამო მომსახურებაზე.
ამასვეს ადასტურებს, შპს "ალმას" გენერალური დირექტორი გიორგი ტრაპაიძეც. მისი თქმით, ბანერის ჩამოხსნის მიზეზი არა დაზიანება, არამედ ტექნიკურ ჯგუფის შეცდომა გახდა, რომელმაც ბანერი ბილბორდიდან დროზე ადრე ჩამოხსნა: "მექანიკურად მოხდა შეცდომა, ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ, ეს ჩვენი შიდა საკადრო შეცდომა იყო".