რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია გრძელდება.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას ყველა ხელისუფლებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ ჩვენ ვუსმენთ ხალხს, ვუსმენთ მათ პრობლემებს, მოსაზრებებს და არასდროს მივდივართ საზოგადოების წინააღმდეგ. ეს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია. კამპანია გრძელდება, წინ მეორე ტურია. ბოროტებასა და ძალადობაზე პირველ ტურში გავიმარჯვებთ თუ მეორე ტურში, ჩვენ ბოროტებას აუცილებლად დავამარცხებთ და არ დავუშვებთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი საქართველოში დაბრუნდეს. „ქართული ოცნების" ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე მისი შენარჩეუნება.ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ამას აუცილებლად დავიცავთ",- განაცხადა შაქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×