რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) „უწმინდესს დახმარება ვთხოვეთ, რამენაირად დავაწყნაროთ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა," - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე იმ თავდასხმებს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა.

„უწმინდესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები და მშვიდობიანად დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. პატრიარქს მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი იმ თავდასხმებზე, რაც ჩვენს ადამიანებზე იყო ახალქალაქში, კასპსა და მარნეულში.

"მას დახმარება ვთხოვეთ, რომ რამენაირად დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ ხელისუფლება, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა. უწმინდესის მხრიდან მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და მინდა ვთქვა, რომ ასე ერთიანი ძალისხმევით, მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის შენარჩუნებას და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×