(რეზონანსი) "ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს," - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ.
თეა წულუკიანის თქმით, ეს იყო რეაქცია საზოგადოების წინააღმდეგობაზე.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, რომ, როდესაც ხალხისგან იყო ხოლმე მწვავე რეაქცია ნებისმიერ საკითხზე, არა მხოლოდ სხვა საკითხზე, აქეთ დგას ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის რეაქციის მქონე. ჩვენ ადრე გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რეაქციის მქონე, რაც არ უნდა პროტესტი გამოგეთქვა, რეაგირება იყო ნული. ეს არის აბსოლუტურად სხვა სტილი მმართველობის, ხშირად ზოგიერთი ოპონენტი ამას სისუსტეშიც გვითვლის და სინამდვილეში ეს არის დემოკრატიულობა და არა სისუსტე," - განაცხადა წულუკიანმა.