რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს ხვდებიან.

როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.

„ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, სიმშვიდე გვინდა, მშვიდობიანი მეორე ტური გვინდა. ამაზე გვექნება პატრიარქთან საუბარი, რომ მისი მოსაზრებებიც მოვისმინოთ. დეტალურ კომენტარს შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×