რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაბა ახალდაბასთან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერი ამობრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარამოებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×