რეზონანსი
02.11.2018

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: 

„პოლონეთისა და უკრაინის სამართალდამცველების მიერ შექმნილი ოპერატიული ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდა გიორგი გამსახურდია, პოლონეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე ასოცირებული საქართველოს საელჩოსთან ვარშავაში. ჯგუფმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას: უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულია მალვაში მყოფი რეციდივისტი, ვინმე მამუკა ხეცურიანი, ვისაც ბრალად ედება 28 წლის ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება და მკვლელობა. 

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ძალოვნები საკმაოდ კარგად კოორდინირებენ და თანამშრომლობენ“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×